მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რომელმაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნულმა პროექტმა სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა, რომელსაც შესაძლოა, ახლოს მდებარე საცხოვრებელი...
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო...
შემდეგი სტატია
„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.
კარანტინის გამო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ გამონაკლისს არც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფებისთვის აკეთებენ, – ნათქვამია „ეხო კავკაზას“ სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილებს შორის...
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საგანგებო რეჟიმი მათ მხარეში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„მშვიდი ვითარებაა, თერმოსკრინინგი დასრულდა, საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა, რამდენიმე პირს ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს ვირუსთან კავშირი არ აქვს. მუნიციპალიტეტი პროდუქტით,...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა.
„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
ბოლო 24 საათის...
აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფერმერულ მეურნეობებში ინტენსიურად გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხულოს მერთან ერთად გაეცნო.
„სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე“, – განაცხადა აჭარის...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1 500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მარტისა და აპრილის თვეებში გამართულ სხდომებზე მიიღო.
„ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა. კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და...
გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19“-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, გასული დღეების მსგავსად, ფუნქციონირებას განაგრძობს ე.წ. მობილური ბაზრები. მოძრავი ბაზრები ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში დილიდან მოძრაობენ. მოსახლეობას საშუალება აქვს შეიძინოს ბოსტნეული და ხილი.
ბაზრების ფუნქციონირებას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დღის განმავლობაში მოხდება სოფლებში არსებული სასურსათო მაღაზიების შევსება პროდუქტებით. როგორც მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, მათ სასურსათო...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, მათ მდგომარეობაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფექციაზე ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ოპერატიული შტაბი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ნუ დატოვებენ საცხოვრებელ სახლებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.
კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა ადამიანი გაგრის მცხოვრებია. პირველი შემთხვევა...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ, აღდგომასთან დაკავშირებული სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვისუნდა გატარდეს კანონით განსაზღვრული ზომები.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი, აღმატებული და სენსიტიური დღეები გვაქვს და გვეხება ძალიან დიდი მასშტაბით, მაინც უნდა დავრჩეთ ადეკვატურნი და მივიღოთ ის ზომები, რაც კანონის ფარგლებში ჯდება“, - თქვა შოთა რეხვიაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას პრესკონფერენციის შემდეგ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ...
საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გადასცა.
მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს 100 – 100 ლარი ჩაერიცხათ. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ, როგორც აღდგომის, ასევე, ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
„ფულადი თანხა მიიღეს 18 წლამდე ასაკის 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა, მარტოხელა დედებმა, დიდი...
ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად შევამციროთ კონტაქტები ადამიანებს შორის, უზრუნველვყოთ სოციალური დისტანცია და მნიშვნელოვნად შევზღუდოთ ქალაქებს შორის გადაადგილება, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ოთხ ყველაზე დიდ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვა დიდწილად ინფიცირებულთა მატებამ განაპირობა.
„ჩვენ უკვე ვიმყოფებით შიდა გავრცელების ეტაპზე. ცნობილია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გვქონდა რეკორდული ზრდა 30 ახალი პაციენტის სახით და...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.როგორც შალამბერიძე ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას ინტერპრესნუსი ავრცელებს.
„დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი მუნიციპალიტეტეში საერთო ჯამში 18 პირს დაუდგინდა. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ერთი კი გარდაიცვალა.
ბოლნისის მერიის ცნობით, ინფიცირებულთაგან ხუთი მედიკოსია.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე 23 დღეა საკარანტინო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, ამ დროისათვის სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გაიარა. სამწუხაროდ კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 18 პირს დაუდგინდა, აქედან ახალი შემთხვევა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































