ოქროყანაში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

639

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.  თბილისის მერიის ცნობით, გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რომელმაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნულმა პროექტმა სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა, რომელსაც შესაძლოა, ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დაეზიანებინა. მთაწმინდის რაიონის გამგეობა მსგავს პროექტებს წლის განმავლობაში კიდევ განახორციელებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინსტალ+-მა“ შეასრულა და მისი ღირებულება 56 000 ლარია.