ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავში სასაფლაოს დაკეტვის გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, საკითხზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობა აღნიშნულის თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს და შესაძლებლობას განვიხილავთ. ამ კუთხით ყველა უწყებასთან ინტენსიურად მიდის საუბარი. ყველა მზად არის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შეასრულოს დავალებები, რაც მითითებებში იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ,...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა გრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გუშინ ჭაობის დასახლებაში განხორციელდა.
"სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება.
შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 264 შემოწმებული კომპანიიდან, ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს....
ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასაფლაობის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს...
საქართველოს რეგიონებში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიისთვის მომზადებისა და მოქალაქეთა ინფორმირების საქმეში მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას იწყებს.
გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, UNDP-ის დახმარებით უკვე გამოიცა და გავრცელდა 30,000 საინფორმაციო ლიფლეტი და პოსტერი, ასევე დამზადდა სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელი სტიკერები. საინფორმაციო მასალები გავრცელდა საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში - მცხეთაში, ზუგდიდში, თეთრიწყაროში, მაღალმთიან ამბროლაურსა და ონში, და ასევე ლენტეხსა და ცაგერში.
საინფორმაციო მასალების გავრცელებაში ჩართულები...
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.
„COVIID19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის. აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის...
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.
„მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა...
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდი ჩაიკეტოს. ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვითარება ისე იცვლება, და იცვლება ძალიან სწრაფად, არაფერია გამორიცხული.
მისი თქმით, ქალაქში ხალხმრავლობაა, რაც ვირუსის გავრცელების უპირველესი ხელშემწყობია. მისივე თქმით, დაფიქსირდა კომენდანტის საათის ორჯერ დარღვევის ფაქტი ერთი და იგივე მოქალაქის მხრიდან.
"არ ეყო პოლიციას ის დამატებითი საშუალებები, რაც მათ მობილიზებული აქვთ და კიდევ ექნათ დასამატებელი, რომ აკონტროლონ...
საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყოვნებლივ მიღება. შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს. კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ფეისბუქზე წერს.
ნინო წილოსანის განმარტებით, კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება),...
კასპის მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილი 12-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია, შესაბამისად დამატებითი ღონისძიებების გატარება ადგილზე სავარაუდოდ საჭირო არ იქნება, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, ადგილზე ვითარების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული. ეპიდდაკვირვება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება მათზე, ვისაც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს მიცემული. პრვენციის მიზნით მოსახლეობის თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ჩაუტარდება და ამ ეტაპზე გაგრძელდება სოფელში საპოლიციო კონტროლი.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა.
მათი ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. პირველ ეტაპზე, პროდუქტების გატანის სურვილი 85%-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 89%-მა გამოთქვა.
„დავასრულეთ პროდუქტების გაცემის...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში, სახლიდან გასვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტნში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან, ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ.
„ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები, ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიციას მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას - დაიცვან დისტანცია. ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსებიდან, ამ ეტაპზე, 90 000-მდე ლარი დახარჯა.
რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებსასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტმა 90 000-მდე ლარი მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პროდუქტების შესაძენად დახარჯა.
მერიაში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ღირს ერთი პაკეტი, რომელშიც ძირითადად ფქვილი, პური, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი და პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები შედის.
„მერიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩოხატაურში თერმოსკრინინგი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც ჩოხატაურში შემსვლელი მოქალაქეები შემოწმებას გადიან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ადგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იზრდება სხვადასხვა ქალაქიდან ჩოხატაურში შემომსვლელთა ნაკადი, ტარდება აღნიშნული ღონისძიება. მგზავრთა თერმოსკრინინგს ატარებენ სამართალდამცველები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. იგი პრევენციული ზომების გატარებას ისახავს მიზნად“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახს 4 ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ დაუმუშავეს, - ამის შესახებ ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც კუჭავა წერს, პირს, ვინც მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარა, საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მხარდაჭერა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობასაც აღმოუჩინეს. კომპანია “აკა ენერჯის” ფინანსური მხარდაჭერით მიწის ფართობები მუშავდება და მოსახლეობას სათესლე მასალაც...
წინა სტატია
ლაგოდეხის აღკვეთილში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობის დასრულება 2024 წლამდე იგეგმება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































