ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახს 4 ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ დაუმუშავეს

1234

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახს 4 ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ დაუმუშავეს, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც კუჭავა წერს, პირს, ვინც მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარა, საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მხარდაჭერა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობასაც აღმოუჩინეს. კომპანია “აკა ენერჯის” ფინანსური მხარდაჭერით მიწის ფართობები მუშავდება და მოსახლეობას სათესლე მასალაც გადაეცემა.

კიდევ ერთი ქველმოქმედება…ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც მისი ვინაობის გასაჯაროების უფლება არ მოგვცა, 22 ოჯახს, 4 ჰექტარი საყანე ფართობის დახვნა დაუფინანსა.მადლობა….#რასაცაგასცემშენია

Posted by Irakli Kuchava on ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2020