კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა გრძელდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გუშინ ჭაობის დასახლებაში განხორციელდა.
“სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება.
შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები.
დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებსაც”, – აცხადებენ მერიაში.