საქართველოს მთავრობამ დღეს ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს სოციალური დახმარების, ბიზნესის დახმარების გეგმას, ასევე დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა. მთავრობამ დღეს უნდა თქვას, როგორ განაწილდება ის 3 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან დახმარების სახით მიიღო. „ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს პერიოდში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ქოლ-ცენტრის ოფისის გახსნა ქალაქ მცხეთაში, სადაც მოქალაქეები ვირუსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებენ. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ადგილზე შესაბამის დახმარებას მერების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და მოხალისეები უწევენ. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მსუბუქი...
მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, რათა გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რაც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა. „სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. ახლა საგაზაფხულო სამუშაოები...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მუნიციპალიტეტების მერებთან დისტანციური თათბირი გამართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მერებმა რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დახმარების საკითხზე. ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოუწოდა, მაქსიმალურად მოახდინონ მობილიზება, რათა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მუნიციპალურ ცენტრებს დაშორებულები...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრებელი არ შემოწმდება. „ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია "რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ადამიანები მანქანებიდან უნდა ჩამოვიდნენ, ადამიანები მანქანებიდან არ ჩამოვლენ, სანამ არ იქნება კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იმაზე იაფი, სწრაფი და კომფორტული იქნება, ვიდრე ჩემი საკუთარი მანქანის გამოყენება. ეს ძალიან მარტივია. ამ სქემით მიდის მთელი მსოფლიო. ჩვენ რა სქემით მივდივართ, არ ვიცი. ვამბობთ, რომ უნდა გადავაგდოთ მანქანა, მაგრამ "უნდა" არ მუშაობს", - ამის შესახებ...
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმები ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქვედა ცაგერში აღნიშნულ პროცესს მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე პირადად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. მათი ინფორმაციით, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ლენტეხში, სადაც 4 200 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება და არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღმოაჩნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში კვლავ ხმაური და ხალხმრავლობაა. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. „ახლა, ამ მდგომარეობაშიც, რომ ეს საშუალება გამოვნახეთ, ვმუშაობთ და წელებზე ფეხს ვიდგამთ, ეს საკმარისი არ არის?! მთელ მსოფლიოში კორონაა მოდებული, ახლა შენ რასაც აკეთებ, სრული დემაგოგიაა“,-მიმართა ნავერიანმა ადგილობრივს. მან კომენტარი რადიო „მარნეულთან“ გააკეთა და...
წინა სტატია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სანაპირო ზოლში დაფიქსირებული ხალხმრავლობის გამო, ბულვარის ტერიტორიაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს და ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე იზღუდება: სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა; ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა; სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა. ამასთანავე, დახურულია სკეიტპარკი,...
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებს. „გრძელდება სასოფლო პროდუქტების ჩაბარების პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ. მინიმუმ 8 სატვირთო შემოვა...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ფქვილის მარაგი შეივსო. პროდუქტი მაღაზიებში გადანაწილდება და მათი რეალიზება სტანდარტული ტარიფით მოხდება. პროცესს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, პროდუქტების საკმარისი მარაგია. „ჩვენ როდესაც ვსწავლობდით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში და სხვა სოფლებში გამოკვეთილი პრობლემა იყო პურის ფქვილსა და ქატოზე. შესაბამისად, დღეს ეს პრობლემა გადაიჭრა. პურის ფქვილისა და ქატოს მარაგი შემოვიდა ლეღვაში და შესაბამისად,...
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, დღეს გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, მარტივდება გადაადგილებები სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, ასევე დისტრიბუციის განხორციელებისთვის და სოფლად არსებული მაღაზიების მომარაგების კუთხით, ასევე თანამშრომლების გადაყვანის მიზნით. „გამოიყო კონკრეტული დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეუძლია, მცირე მეწარმეებმა ისარგებლონ გადაადგილების უფლებით. ქობულეთი მუნიციპალიტეტის მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მაქსიმალურად მოკლე...
თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. „თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს, როცა ჩვენი...
წინა სტატია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 20-მდე ნიმუშია გადაგზავნილი და პასუხები ხვალ დილამდე გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც სოფელი ჩაიკეტა, მოსახლეობას სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეემქნება, - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. მისივე ინფორმაციით, სოფელში მაღაზიები ხვალ დილიდან მომარაგდება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ღვანკითში არსებული ერთადერთი აფთიაქის მარაგს საჭიროების მიხედვით შეავსებენ. სოფლის წითელ ზონად გამოცხადება...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მოსახლეობის დისკომფორტის მიუხედავად, გადაადგილების შეზღუდვა აუცილებელი იყო, რადგან მობილობის შეზღუდვის გარეშე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში კატასტროფული იქნებოდა. „ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობით. სოლიდარობა წარმატების აუცილებელი პირობაა. გამოსავალი არის მხოლოდ თანამშრომლობაში, მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობასა და მეტ კომუნიკაციაში. ფერმერებსა შეუძლიათ ჰქონდეთ ყოველდღიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტების დონეზე, სადაც მიიღებენ საშვებს და პასუხებს იმ კითხვებზე,...
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უკვე აშენდა KIU-ს კამპუსის დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს: სასწავლო კორპუსებს, სრულად აღჭურვილ, კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრისებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს და დასასვენებელ, გასართობ და სამუშაო სივრცეებს. „თავისი მასშტაბურობით KIU ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული სასწავლო ქალაქი იქნება რეგიონში, რომლის ანალოგიც აქამდე არ ჰქონია არც საქართველოს და არც სამხრეთ კავკასიას. KIU...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ