დღეს, 27 აპრილს ბორჯომის და ახალციხის ბაზრები არ გაიხსნება. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორივე სავაჭრო ობიექტი დახურულ სივრცეშია, ახალი რეგულაცია კი მხოლოდ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს ეხება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „ამ ეტაპზე იხსნება მხოლოდ ღია ტიპის ბაზრები. რაც შეეხება ბორჯომს და ახალციხეს ორივე არის დახურული სივრცის ბაზარი, ამიტომ ვერ გაიხსნება“,– განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომებს დისტანციურად აღარ გამართავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაშია, მალე შემსუბუქდება და სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარების აუცილებლობას საკრებულო ვეღარ ხედავს. ნასყიდაშვილის თქმით გორის საკრებულოში პირველი ბიუროს სხდომა უკვე გაიმართა. “დისტანციურად სხდომები არ გაიმართება, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნება და შემსუბუქდება, ჩვენც გადავწყვიტეთ, ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩავატაროთ სხდომები. დავიცავთ სოციალურ დისტანციას და იმ...
იმ რეკომენდაციებს, რომელის შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს აკისრებს, გორის ბაზარი 2-3 კვირის მანძილზე ვერ გაითვალისწინებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის აგრარული ბაზრის, გეორგია 21-ეს დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა განუცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისი თქმით, ბაზარმა გარკვეული სახის ღონისძიებები გაატარა, განსაუკუთრებით საბითუმო გაყიდვის სექტორში, თუმცა სავაჭრო ფართის სრულად ასათვისებლად მზაობა ჯერ არ არსებობს. აწკარუნაშვილის თქმით, გეორგია 21-ე სავარაუდოდ...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარმოადგინა, რომელიც დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარედგინება. აჭარაში „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი საკარნტინო ზონებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობისა და მარაგების შესაძენად დაიხარჯება. ასევე იგეგმება, სასურსათო კალათების გადაცემა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კალათას ჯამში 10 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. „რაც შეეხება ზოგადად...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის მთავრობა ტურიზმის სტიმულირების გეგმას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნათელია, რომ პანდემია ტურისტულ და სხვა სექტორებს მძიმე შედეგებს მოუტანს. „ჩვენ ნათლად ვგრძნობთ და ვხედავთ იმ საკმაოდ მძიმე შედეგებს, რომელიც ექნება აღნიშნულ კრიზისსა და ინფექციას როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორთან მიმართებაშიც. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ....
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი – 111 ამოქმედდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. „111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია...
წინა სტატია ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, ძიძები, ოჯახების მძღოლები, დამლაგებლები, დამხმარეები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია განმარტავს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც დახმარების მიღმა აღმოჩნდება. „ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა, ფიზიკური პირის მიერ...
შემდეგი სტატია აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. პროექტში საუბარია, რას მოხმარდება და როგორ გადანაწილდება მილიონები: • აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან გამოთავისუფლებული თანხებით, დაახლოებით 23 მლნ ლარზე მეტის მობილიზება უკვე განხორციელდა. აღნიშნული თანხები მოცემული ვითარების შესაბამისად პრიორიტეტულად გადანაწილდა და მოხმარდება: • აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაცვის საშუალებების შეძენას და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა/ამოქმედებას განახორციელებს. სოფლის მეურნეობას: • სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი  მიმდინარეობს. რეგიონის სამივე შესასვლელთან დროებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. „გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება. რეგიონი „მწვანე“ სტატუსს ინარჩუნებს. თერმოსკრინინგის ფარგლებში მოწმდება რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეები და აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო...
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება და ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული საკომუნიკაციო ჭები და სანიაღვრე ქსელი. „რეაბილიტაციას, რომელიც სამ კვირაში დასრულდება, კომპანია...
დღეს დილიდან ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა. ბაზრის შესასვლელს პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ბაზარში არ უშვებენ მოქალაქეებს პირბადეების გარეშე, კარებთან ხდება დეზინფექცია. პოლიცია და ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღევანდელი ხალხმრავლობა უკავშირდება მანქანებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას. მისივე თქმით, თუ მომხმარებელთა ნაკადები არ დარეგულირდა, კვლავ დაიწყება ზუგდიდის ბაზრის დახურვის საკითხის განხილვა. ზუგდიდის...
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები Covid-19-ის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა საყოველთაო თერმოსკრინგს ატარებენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი უკვე ჩატარდა 6 სოფელში და ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთა 5 ჯგუფი კარდაკარ სპეციალური ეკიპირებით დადის. ისინი მოსახლეობას სიცხე უზომავენ, მონაცემებს ინიშნავენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში...
წინა სტატია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა, რის გამოც 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაზარი ისევ დაიკეტება. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაზარი დღეს, მას შემდეგ დაიკეტება, რაც მოვაჭრეები შეტანილ საქონელს ამოყიდიან. „ადმინისტრაციამ ბაზარი თვითნებურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეუთანხმებლად გახსნა. ადმინისტრაციას არ აქვს შესრულებული...
შემდეგი სტატია თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა​. ​პირველ ეტაპზე ხორცის, ბოსტნეულისა და ხილის ჯიხურები გაიხსნა. თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზარი შუადღემდე, დღეში 3-4 საათის განმავლობაში იმუშავებს, თუმცა დღეს დილით გახსნილი ბაზარი კვლავ დაიკეტა, ბაზრის დირექტორის თქმით, მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. როგორც knews-ს ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა განუცხადა, მოქალაქეები არ იცავდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული...
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აჩერებენ ტენდერებს ინფრასტრქუტურულ პროექტებზე, რომელთა გამოცხადება დაგეგმილი იყო. ასე უპასუხა მან bm.ge-ს შეკითხვას, იგეგმება თუ არა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტული პროექტების შეჩერება, მაგალითად ვეფხი და მოყმის მიმდებარედ ხიდის მშენებლობა, ან მაღლივის საავტომობილო ხიდი. “ტენდერებს, რომლებიც გამოსაცხადებელია არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა აუცილებლობა და საჭიროებაც იქნება. თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ