აჭარის მთავრობამ რეგიონის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა

781

შემდეგი სტატია

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. პროექტში საუბარია, რას მოხმარდება და როგორ გადანაწილდება მილიონები:

• აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან გამოთავისუფლებული თანხებით, დაახლოებით 23 მლნ ლარზე მეტის მობილიზება უკვე განხორციელდა. აღნიშნული თანხები მოცემული ვითარების შესაბამისად პრიორიტეტულად გადანაწილდა და მოხმარდება:

• აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაცვის საშუალებების შეძენას და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა/ამოქმედებას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობას:

• სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა

• სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების დახვნა 2000 ჰა-ზე

• მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება

• მაღალმთიან აჭარაში სანერგე/საჩითილე მეურნეობების განვითარება.

აჭარის მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის განკარგულება მიიღო.

• ბიზნესს მიეცა 4 თვიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად,

• ბიზნეს სუბიექტებს საპრივატიზაციო და საიჯარო გადასახადები წლის ბოლომდე გადაუვადდათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.