ბათუმის მასშტაბით აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ. "ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. შეღავათი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს, არც ძველ დავალიანებებს. „საქართველოს მთავრობის მიერ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ 28 აპრილს ხელი მოეწერა დადგენილებას, რომლის...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიმართვა დღეს მოქალაქეების, დაახლოებით, 70%-ს დაუკმაყოფილდა. როგორც შალამბერიძემ თქვა, ძალიან ბევრი განაცხადი მერიაში არამიზნობრივად შევიდა. "ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უწევს ჩვენი მოქალაქეების ყველა განაცხადზე რეაგირება. მოგეხსენებათ, რომ არის გარკვეული ტიპის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გავცემთ საშვებს, ეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, რომელთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. “ობიექტებზე თერმოსკრინინგი ტარდება და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები. საავტომობილო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა. „დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელებას 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და...
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, 24 საათის განმავლობაში 210 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი ერთს დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებლი 60 წლის ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „ის ეკუთვნის ქობულეთის კლასტერს, ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონია, არც ერთი მისი ოჯახის წევრი ინფიცირებული არ ყოფილა“,...
ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, - ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე ბაზარი გაიხსნება, თუ ყველა დადგენილ წესს სრულყოფილად დააკმაყოფილებენ. ,,რეგიონის ღია აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ, თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავენ. ამ ეტაპზე,...
მარნეულის მუნიცპალიტეტის 2145 აღსაზრდელს ორი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. გამოცემის ცნობით, ერთჯერადად გაცებული 60 დღის პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია: ორცხობილა - 500 გრამი, ბრინჯი - 500 გრამი, მაკარონი - 1 კგ, შაქარი - 1კგ, ზეთი - 1 ლიტრი, კარაქი - 400 გრამი, შესქელებული რძე - 3 ქილა, კარტოფილი - 5 კგ, სტაფილო - 1 კგ, ხახვი - 500 გრამი,...
ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნული პოსტი ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ვაჭარაძემ დაიკავა. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21 წევრი მონაწილეობდა, აქედან ვაჭარაძის კანდიდატურას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ. „საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩემ კანდიდატურას, მადლობა მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობით....
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრული დატვირთვით ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. „ბაზარში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა დაცული იყოს სოციალური დისტანცია და სპეციალისტების რეკომენდაციები იყოს სრულად გათვალისწინებული. ბაზარი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ფუნქციონირებს“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჯონდო მდივნიშვილმა. ფერმერების ნაწილი ადგილზე კიტრის...
„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ საარჩევნო კოდექსზე, ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და დამატებითი სხდომების დანიშვნაც რომ დაგვჭირდეს, ამისთვის - მზად ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-სა და ამ კონტექსტში, პოლიტიკურ კალენდარზე საუბრისას განაცხადა. „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ონლაინ-რეჟიმში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებსაც. „ჩვენ...
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების, მოვლა-პატრონობის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ცნობის მისაღებად მოქალაქეებმა რუსთავის მუნიციპალიტეტს  უნდა მიმართონ. “იმისთვის, რომ მიიღოთ ცნობა და შეძლოთ გადაადგილება, საჭიროა, მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გადმოგზავნილ იქნას განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2) განაცხადს უნდა დაურთოთ: მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან • ქირავნობის ან/და...
საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესებში სასუქის შეტანის პროცესს დაესწრნენ, ფერმერებს გაესაუბრნენ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო, საგაზაფხულო სამუშაოები კარანტინის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ დისველში ხორბლის...
ოზურგეთის საკრებულომ ბიუროს სხდომა ონლაინ, პროგრამა "ზუმის" საშუალებით გამართა. დღევანდელ, 29 აპრილის სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, ოთხი საკითხი უნდა განიხილონ. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა საკრებულომ საკითხები ონლაინ განიხილა. ამ დრომდე მსგავს შეხვედრებს კორონავირუსის საკითხზე შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მართავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ოზურგეთის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ახალი კორონავირუსის (COVID 19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეოთხე ეტაპი დასრულდა. არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6 000-მა აღსაზრდელმა მიიღო. პროცესი სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა. დღემდე...
თირკმლის უკმარისობით დაავადებული ადამიანებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების დამატებით გამოყოფის თაობაზე. ცვლილებების გათვალისწინებით, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს. ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ახალი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ