გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეოთხე ეტაპი დასრულდა

934

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მეოთხე ეტაპი დასრულდა.

არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6 000-მა აღსაზრდელმა მიიღო. პროცესი სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.

დღემდე პროდუქტი 3 ეტაპად დარიგდა. პირველ ეტაპზე კვების პროდუქტი 900-მა სოციალურად დაუცველმა აღსაზრდელმა მიიღო, მომდევნო ეტაპებზე კი პროდუქტი ყველა აღსაზრდელისთვის გაიცა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა გარდა, გორის მერია აქტიურად ეხმარება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, შემოწირულობით შეძენილი პროდუქტებით.