ოზურგეთის  აგრარული ბაზრის ტერიტორიად მოაზრებულ ფართობზე,  სადაც მრავალი სასურსათო მაღაზიაა  განთავსებული და ერთი საერთო ჭიშკრის გამო, ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ამ სავაჭრო ობიექტებსაც პრობლემა შეექმნათ, დღეს უკვე  მუშაობას შეუდგნენ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. დილიდანვე აქ არსებულ მარკეტებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა  თერმოსკრინინგი. ჭიშკარი ღიაა,  სადაც შემსვლელთა რაოდენობას  პოლიცია თუ ზედამხედველობის სამსახურის  წარმომადგენლები აკონტროლებენ.   თვით მაღაზიებში,  2-3 ადამიანს, პირბადის გარეშე არ უჩვებენ. გარეთ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 10 ათას ადამიანს ჩაუტარდა და არცერთი საეჭვო პაციენტი არ გამოვლენილა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ თერმოსკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ახორციელებს. მათ სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი და მოსახლეობასთან ურთიერთობის დროს შესაბამისად არიან აღჭურვილები. თერმოსკრინინგის მიზანი კორონავირუსის პრევენციაა. ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მაისს გამოვლინდა. COVID 19 ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსის...
წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას, ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შევიდეს და გავიდეს. „ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ. იმერეთში საშვი არავის არ დასჭირდება. საშვი იქნება მხოლოდ იმ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ღია აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, მოწესრიგდა სავაჭრო დახლები, ჯიხურები, სველი წერტილები. ბაზარი მუშაობას დღეიდან იწყებს. პირველ ეტაპზე ხილის და ბოსტნეულის ჯიხურები ამუშავდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზარში არსებული მდგომარეობა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და სურსათის ეროვნულმსა სააგენტომ უკვე შეამოწმეს. მერიის ინფორმაციით, ბაზარში სოციალური დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სხვა რეკომენდაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციას დაეკისრება. წნორის აგრარული...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, 20–მდე ადგილობრივი ფერმერი ჩაერთო. კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს, სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში, ზესტაფონის მერის მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, დავით ჯინორიძე...
ქვემო ქართლის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. რუსთავისა და გამარჯვების სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული...
ახალციხის მერიამ მარტსა და აპრილში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღრული თანხა, "საგანგებო ბიუჯეტში" გადარიცა. 25 000 ლარი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების და შესახებ 30 აპრილს იმსჯელა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ 25 000 ლარი იმ ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, რომელიც მარტსა და აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის...
სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გემა შეიმუშავა. „სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფინანსო, საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სოციალური სახლების ახალი პროექტი უკვე მზადაა და მიმდინარეობს მისი განხილვა. „მთავარი სიახლე ისაა, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ერთოთახიანი სახლები საერთოდ არ იქნება. თვითონ ესკიზური მოდელი იქნება სხვა. იქნება 2, 3, 4 ოთახიანი სახლები და იქნება სხვა ვიზუალის. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელსაც ესკიზური ვარიანტი უკვე დამზადებული აქვს, დეტალების...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 11 სახეობის 700-ზე მეტი ხე-მცენარე ახალ უბანში და რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერებში გადანაწილდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ნარგავები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ლონდარიძემ დაათვალიერეს. „გასული წლის ბოლოს, ქალაქის 2 უბანში სკვერების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, მომდევნო ეტაპი კი მათი გამწვანება...
ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, ობიექტზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. „რეაბილიტაცია ამჯერად რუსთაველის მესამე შესახვევს უტარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციას კომპანია "აზ ინ შაათი“ ახორციელებს. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის...
დღეიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ...
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად ვიზიტი მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით უნდა დაჯავშნონ. „იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში,...
ყველა ქალაქს განუმეორებელ იერსახეს ქუჩები აძლევს. ის მხოლოდ ურბანული წესრიგს კი არ ამყარებს, არამედ შეუძლია, მოგვითხროს კონკრეტული ქალაქის ისტორიაც. უძველესი დროიდან ქუჩა ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშანია. მისთვის სახელის მინიჭება კი ქალაქების ზრდასთან ერთად დამკვიდრდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურისა და პოლიტიკური წყობის ამოკითხვაც კი შეგვიძლია. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია - გავყვეთ მის ქუჩებს, ამოვიცნოთ...
წინა სტატია ახალციხის ბაზარი ისევ დახურულია, ბაზრის ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის რეკომენდაციებიდან ნაწილი შეასრულა. როდის გაიხსნება ბაზარი მოვაჭრეებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ბაზრის დირექტორის, ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ჯერ–ჯერობით გარკვეული რეგულაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის ბორდიურებით შემოღობვა. ასევე არ დაწყებულა მოქალაქეების თერმოსკრინინგიც. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის 10 მაისიდან გაიხსნება, - ლაივპრესს უთხრა "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ხელმღვანელმა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკრეაციული ზონები, მათ შორის ბოტანიკური ბაღები ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დამძიმდა. "როგორც რეკომენდაციაშია. თუ რამე არ შეიცვალა, ჯერჯერობით ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ", - გვითხრა ზვიად ქარჩავამ. ბაღი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო 23 მარტს დაიხურა. ახალი კორონავირუსის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ