ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს

1291

ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, ობიექტზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

„რეაბილიტაცია ამჯერად რუსთაველის მესამე შესახვევს უტარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციას კომპანია “აზ ინ შაათი“ ახორციელებს.

პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.