ავტორი: ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი
ის იყო პორტალთან „თვითმმართველობის დროა“ ერთად, დიდი ხნის დაგეგმილი რუბრიკის - „სოფელ-სოფელ“ დაწყება დავაპირეთ, რომ ქვეყანაში ახალი კრონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მალე სამყარო გლობალურმა პანდემიამ მოიცვა. ჩვენს სოფლებში მიმდინარე საზოგადოებრივ-კულტურული პროცესებისთვის აღარავის ეცალა. ჩვენთვის ჯერ მაინც უცნობია, როდის ჩაივლის საბოლოოდ ეპიდემია და როდის შევძლებთ, დავუბრუნდეთ ჩვეულ ყოველდღიურობას; გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა ავეწყოთ ახალ რეალობას...
წინა გამოკითხვა
შემდეგი გამოკითხვა
საკუთარი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში გამოკითხულთა 87%-ს მონაწილეობა არ მიუღია - აცხადებს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებმაც droa.ge-ს ონლაინგამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.
droa.ge დაინტერესდა, იყო თუ არა ჩართული მოსახლეობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 85.2%-ს საერთოდ არ გაუგია, ჩატარდა თუ არა მის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის საჯარო განხილვა. შესაბამისად, არც მის დაგეგმვაში მიუღია მონაწილეობა. 1.8% კი აცხადებს, რომ ბიუჯეტის განხილვაზე...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
"ერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ ახალი კარტოფილი ამოსაღები დარჩა, იმიტომ, რომ, როდესაც ახალი კარტოფილის სეზონი იყო, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა და ისიც არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა თბილისში წამეღოო... მეორე ფერმერი ამბობს, რომ მისი პროდუქტი - ბროკოლი და სალათის ფურცელი რესტორნებს მიჰქონდათ, ახლა კი რესტორნები დაკეტილია და რეალიზაციას ვერ ახერხებს... ასევე, ფერმერს უწერია, რომ ვერ შეიძინა სასუქი, გაუჭირდა კულტივაცია...
ხელისუფლებამ მერების არჩევითობა ფარსად აქცია, - ასე აფასებს ვებპორტალის "თვითმმართველობის დროა" რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი მერების გადადგომას.
მისი თქმით, ხელისუფლებას, ერთი მხრივ, არ სურს, მუნიციპალიტეტებში არჩევნები არარეიტინგულ მერებს ჩაატარებინოს, მეორე მხრივ კი, არ აღიარებს, რომ თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს, რის გამოც მერების არჩევითობა, ფაქტობრივად, ფარსად აქცია.
COVID-19 და ადგილობრივი თვითმმართველობა, COVID-19 და არჩევნები - ეს არის საკითხები, რომელზეც ტელეკომპანია "თრიალეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ 57 400 ცალი კვერცხი გამარტივებული შესყიდვით იყიდა და მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა დაასახელა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტომ 16 052 ლარის 57 400 ცალი კვერცხი შპს "სახანძრო ტექნიკისგან" იყიდა, რომლის საქმიანობის სფეროდ ბიზნესის რეესტრში მებოცვრეობა და მაღაზიათა ქსელი სახელდება.
"ქათმის კვერცხი, ნაჭუჭი სუფთა, ფერი თეთრი,დაზიანებების გარეშე, თითოეული კვერცხი შესაბამისი მარკირებით და გამოშვების თარიღით. დაფასოებული მუყაოს ფირფიტებში ან...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხარაგაულში მდინარე ძირულას ადიდების შედეგად გამოწვეული სტიქიით რიკოთის უღელტეხილის მშნებლობას პრობლემები არ შეექმნება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
როგორც ალექს პრედეინმა განმარტა, მოვარდნილი წყალი არსებულმა მილებმა ვერ გაატარა, პრობლემა, სავარაუდოდ, მათი ზომების სიმცირემ გამოიწვია, რისთვისაც ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიას რეკომენდაცია მიეცემა ბეტონის მილების დამატების შესახებ.
,,დიდი არ არის ზარალი. ორი ერთეული ტექნიკა არის წყალში ჩარჩენილი და დაზიანებულია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული: აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს
სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ბაღდათის აგრარულ ბაზარში, რომელმაც დღეს მუშაობა განაახლა, პირადად დაათვალიერეს არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომდენაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით.
სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ, ასევე,...
აჭარაში, ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიტვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 502 667 ევროა და მისი 20% თანადამფინანსებელი "საქართველოს ენერგეტიკის...
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მუსიკალური სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ბორჯომის სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
„40 წელზე მეტია აღნიშნულ შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტი იატაკის, კედლების, ჭერის რეკონსტრუქციას, ასევე ფასადის გასუფთავებასა და პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. სამუშაოების შედეგად, კეთილმოეწყობა ყველა ოთახი. სრულად შეიცვლება საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, შესასვლელი...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს რეაბილიტაცია დაანონსებულ ვადებში დასრულდება. მისივე თქმით, სამუშაოები არ შეჩერებულა და მაქსიმალური ძალისხმევით გრძელდება.
„სამუშაოები დროულად დამთავრდება. ეს იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არაფერზე დაუდია არავის, არაფერი შეუცვლია და გაუკეთებია იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება ძალოვანი კაბელები. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა მიმართულებით დაიწყება თანხების ხარჯვა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ამ თანხების გახარჯვა ჯერ არ მიმდინარეობს. თუ რა მიმართულებით იქნება განკარგული თითოეული თეთრი, ცნობილი და ცხადი იქნება საზოგადოებისთვის. ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, „STOPCOV ფონდში“ 131 503...
გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთაწმინის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების შესახებ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქში დაგეგმილია სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არსებული ეკოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ეს არის არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების...
2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ამჯერად უკვე წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონმდებლებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულების ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში - კი 95,3 % -ით შესრულდა.
საფინანსო-საბიუჯეტო...
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენის სამუშაოები იწყება.
პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი...
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს მატერიალური დახმარება ჩაურიცხა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს - 300 ლარი ჩაერიცხათ.
თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ...
ქობულეთის ოთხ სოფელში, რომელიც კარანტინის გამო ჩაკეტილი იყო, მიმოსვლა აღდგა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლეღვა, წყავროკა, გვარასა და მუხაესტატეში გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი და იქ არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, 12 აპრილის შემდეგ აღნიშნული სოფლები ჩაიკეტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. მკაცრი იზოლაციის პირობებში 550 ადამიანი ცხოვრობდა.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, სულ მუნიციპალიტეტში 33 ათას მცხოვრებს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. სოფლების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































