თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულ პირებს 300 ლარი ჩაურიცხა

420

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს მატერიალური დახმარება ჩაურიცხა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია.