გორის ბაღების სააგენტომ 57 400 კვერცხი “სახანძრო ტექნიკისგან” პირდაპირი შესყიდვით იყიდა

575

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ 57 400 ცალი კვერცხი გამარტივებული შესყიდვით იყიდა და მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა დაასახელა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტომ 16 052 ლარის 57 400 ცალი კვერცხი შპს “სახანძრო ტექნიკისგან” იყიდა, რომლის საქმიანობის სფეროდ ბიზნესის რეესტრში მებოცვრეობა და მაღაზიათა ქსელი სახელდება.

“ქათმის კვერცხი, ნაჭუჭი სუფთა, ფერი თეთრი,დაზიანებების გარეშე, თითოეული კვერცხი შესაბამისი მარკირებით და გამოშვების თარიღით. დაფასოებული მუყაოს ფირფიტებში ან პოლიეთილენის ორმხრივ ყუთებში. შესაბამისი შენახვის ვადების და პირობების მითითებით. საქონლის ვარგისიანობის ვადა საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 16 დღის განმავლობაში” , – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

როგორც ცნობილია, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში.

ხელშეკრულება 7 მაისს გაფორმდა.