ხელისუფლებამ მერების არჩევითობა ფარსად აქცია, – ასე აფასებს ვებპორტალის “თვითმმართველობის დროა” რედაქტორი მაგდა პოპიაშვილი მერების გადადგომას.
მისი თქმით, ხელისუფლებას, ერთი მხრივ, არ სურს, მუნიციპალიტეტებში არჩევნები არარეიტინგულ მერებს ჩაატარებინოს, მეორე მხრივ კი, არ აღიარებს, რომ თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს, რის გამოც მერების არჩევითობა, ფაქტობრივად, ფარსად აქცია.
COVID-19 და ადგილობრივი თვითმმართველობა, COVID-19 და არჩევნები – ეს არის საკითხები, რომელზეც ტელეკომპანია “თრიალეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა.