გორში, სადგურის დასახლებაში კიდევ ერთ ქუჩაზე დაზიანდა საკანალიზაციო მილი. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ასფალტის საფარის ზევით ამოდის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ამ უბანში ეს უკვე მეორე ადგილია, სადაც ახალი საკანალიზაციო მილი დაზიანდა. მილი დაზიანებულია ასევე კეცხოველის ქუჩაზე.
სადგურის დასახლებაში მასშტაბური სამუშაოები 2013-2015 წლებში განხორციელდა. ამას მოჰყვა გზის მოასფალტება. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სადგურის დასახლების რეაბილიტაცია ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება.
შუახევში, სოფელ ნენიაში, რეკრეაციულ ზონას, რომლისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს 70 ათას ლარზე მეტი გამოყო, ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სარეკრეაციო ზონაში პროექტის მიხედვით მოეწყო ფანჩატურები, სველი წერტილები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცე, თუმცა, ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა.
აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტებით ადგილი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა განსაკარგავად. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ტერიტორია დროებით მართვაში კერძო...
წინა სტატია
ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. ქუთაისის მერია შეწყვეტის მიზეზად პროექტის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობის საჭიროებას ასახელებს. როგორც მერიამ "ნიუპრესს" განუცხადა, პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები.
"ასსაფეხურიანი კიბე" ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, "ასსაფეხურიანი კიბის" რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით,...
ქობულეთში ბულვარის მშენებლობა დასრულდა. ტურისტული ქალაქი ვიზიტორების დასახვედრად ემზადება. როგორ გამოიყურება ზღვისპირა ზოლი და რას შესთავაზებს მუნიციპალიტეტი სტუმრებს ამ თემაზე სიუჟეთს ტვ25 ავრცელებს.
ქობულეთის ბულვარის რეაბილიტაციაც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. კეთილმოწყობილი გარემო მალევე შესამჩნევი გახდა ადგილობრივებისთვის. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მათთვის ერთგვარი იმედი გახდა იმისა, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება.
ჯამში, რეაბილიტაცია ორკილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია, პროექტის მხოლოდ პირველი...
თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის
“ამ გზის რეაბილიტაციას, რომელიც იყო ამორტიზებული და ვიწრო, წლების მანძილზე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ლ ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი.
ტერჯოლის მერიის ცნობით, აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის 48 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, არა ერთი მიმართვის მიუხედავად პრობლემა ვერ მოგვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის სარდაფიდან ამოტუმბვას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება უშედეგოა.
მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში ამბობენ, რომ პრობლემას იცნობენ და თანხას ბიუჯეტში გაითვალისწინებენ,...
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გაბიონი 112 მეტრზე მოეწყო.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 889 ლარია.
8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია.
მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შევიდა ცვლილებები, რომელიც 8 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. ცვლილებებში არ მომხდარა სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანის აღდგენა.
"ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს საქართველოს რკინიგზის მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია 5 ქუჩაზე მიმდინარეობს და მიმდინარე წელსვე დამატებით 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციას საერთო ჯამში 25 338 300 ლარი მოხმარდება. აღსანიშნავია რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებისთვის უკვე ამზადებს წინადადებას, რათა დაზიანებული...
სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, საქლორატორო და სატუმბი სადგურის კონსტრუქციული ნაწილი ეწყობა.
“პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ჯი-ი-ეს” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
"სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან -ზურა გოგიასთან ერთად ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვირის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყაზბეგის, ჯიქთ-უბნისქ და ეზოს-ხატის მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – "საგზაო” და "არქეოპოლისი” ასრულებენ”,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა განახლდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
COVID-19-ის გამო მშენებლობის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ადგილზე ჩასულმა გუბერნატორმა განმარტა, ობიექტზე სამუშაოები გეგმის მიხედვით, ხორციელდება და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
სკოლის მშებელობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორცელებს, რაზეც 2,5 მლნ. ლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლა150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში შენობის გარდა, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი.
"პანდემიიდან გამომდინარე მცირე შეფერხება იყო...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„გაკეთდება სოფელ გურჯაანის ნომერ პირველი და არაშენდის საბავშვო ბაღები. სოფელ გურჯაანში მოხდება მთლიანი შენობის რეაბილიტაცია და მოეწყობა ცენტრალური გათბობა. რაც შეეხება არაშენდის ბაღს, იქ შეიცვლება სახურავი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. აქაც გაკეთდება ცენტრალური გათბობა. გარდა ამისა,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურისა და კარდენახის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ორივე სკოლის რეაბილიტაციიისთვის სავარაუდოდ 7 მილიონ 479 615 ლარი დაიხარჯება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, კალაურის სკოლის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში უნდა განახორციელოს, კარდენახის კი 9 თვეში.
რეაბილიტაცია კალაურის სკოლაში ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს ითვალისწინებს:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე...
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის მანძილზე, დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე ქარსაცავი ზოლი აღარაა. ამის შესახებ კვლევა გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს. ინფორაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მოსწავლეებმა ქარსაცავი ზოლების მონიტორინიგი, პედაგოგ მარიკა ვართუმაშვილისა და მიწვეული სპეციალისტის, მარიამ ციცაგის დახმარებით, განახორციელეს. კვლევისას დისტანციური ზონდირების მეთოდი გამოიყენეს.
მონაცემები, 29 მაისს, შიდა ქართლის ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებითგორის გამართულ ონლაინ ლექცია/სემინარზე წარადგინეს, რომელიც მე-12...
გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 234 519 ლარია. სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოხნარის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































