გორში ახალი საკანალიზაციო სისტემა კიდევ ერთ ადგილზე დაზიანდა

630

გორში, სადგურის დასახლებაში კიდევ ერთ ქუჩაზე დაზიანდა საკანალიზაციო მილი. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ასფალტის საფარის ზევით ამოდის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ამ უბანში ეს უკვე მეორე ადგილია, სადაც ახალი საკანალიზაციო მილი დაზიანდა. მილი დაზიანებულია ასევე კეცხოველის ქუჩაზე.

სადგურის დასახლებაში მასშტაბური სამუშაოები 2013-2015 წლებში განხორციელდა. ამას მოჰყვა გზის მოასფალტება. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სადგურის დასახლების რეაბილიტაცია ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება.