თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის
“ამ გზის რეაბილიტაციას, რომელიც იყო ამორტიზებული და ვიწრო, წლების მანძილზე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ლ ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი.
ტერჯოლის მერიის ცნობით, აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მეკა” ასრულებს