ოზურგეთში გზები იგება, ჩოხატაურში სანიაღვრე არხები ეწყობა

465

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 234 519 ლარია. სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იგება 950 გ.მ. ბეტონის გზა. პროექტების ჯამური ღირებულება 190 607 ლარს შეადგენს.