საჩხერის სოფელ ქორეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა გრძელდება

446

სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, ​საქლორატორო და სატუმბი სადგურის კონსტრუქციული ნაწილი ეწყობა.

“პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ჯი-ი-ეს” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.