ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გაბიონი 112 მეტრზე მოეწყო.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 889 ლარია.