გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა განახლდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
COVID-19-ის გამო მშენებლობის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ადგილზე ჩასულმა გუბერნატორმა განმარტა, ობიექტზე სამუშაოები გეგმის მიხედვით, ხორციელდება და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
სკოლის მშებელობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორცელებს, რაზეც 2,5 მლნ. ლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლა150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში შენობის გარდა, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი.
“პანდემიიდან გამომდინარე მცირე შეფერხება იყო მშენებლობის პროცესში, თუმცა ახლა უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. იმედი მაქვს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სოფლის მოსახლეობას ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მქონე სკოლა, თავისი სპორტული მოედნებით,”- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.