გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის მანძილზე, დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე ქარსაცავი ზოლი აღარაა. ამის შესახებ კვლევა გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს. ინფორაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მოსწავლეებმა ქარსაცავი ზოლების მონიტორინიგი, პედაგოგ მარიკა ვართუმაშვილისა და მიწვეული სპეციალისტის, მარიამ ციცაგის დახმარებით, განახორციელეს. კვლევისას დისტანციური ზონდირების მეთოდი გამოიყენეს.
მონაცემები, 29 მაისს, შიდა ქართლის ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებითგორის გამართულ ონლაინ ლექცია/სემინარზე წარადგინეს, რომელიც მე-12 საჯარო სკოლის კლუბის ეკომეგობრების ორგანიზებით ჩატარდა.
“სემინარი დავაანონსეთ კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეების ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ეკოკლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარი გეოგრაფიის მეცნიერ თანამშრომლემა მარიამ ციცაგმა ჩაატარა. zoom-ის პლათფრმაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში მოცემული იყო ის შესაძლებლობები, რასაც დისტანციური ზონდირება გვთავაზობს:
“ამ შემთვევაში, ქარსაცავი ზოლების კვლევისას პრეზენტაციის პირველ ნაწილში მოცემულია მაგალითი იმისა თუ როგორ ხორციელდება დეშიფრირების პროცესი, შემდეგ ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება ხელით (დიგიტალიზაცია) ქარსაცავი ზოლის ხელით მუშაობის გარდა შესაძლოა პროცესში მცენარეული საფარის ინდექსებიც ჩავრთოთ, მაგ. NDVI “, – აღნიშნავს პედაგოგი მარიკა ვართუმაშვილი.
შემდეგ ნაჩვენებია 1972, 1987 და 2019 წლების (ერთიდაიგივე ტერიტორიის) NDVI და მისი ცვლილება:
წითელი ფერით აღნიშნული ადგილები მიუთითებს ინდექსის ცვლილებაზე და მისი საშუალებით მთელ რიგ შემთხვევაში შესაძლებელია იმ ადგილის ამოცნობა, სადაც ქარსაცავი ზოლი განადგურდა.
“ჩვენი კლუბის მიზანი იყო ამ ლექციით დამსწრეებისთვის დაგვენახვებინა, თუ რა მნშვენელობა ქონდა ქარსაცავ ზოლებს კლიმატური ცვლიელებებს კუთხით, ნიადაგის ეროზიის ქარისმიერ როლზე და რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში. ვიმსჯელეთ სახელმწიფოს როლეზე ამ მიმართულებით, რას აკეთებს. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მოვიძიეთ ინტერნეტ სივრცეში ნფორმაცია და პრაქტიკულად არანაირი კვლევა არ არსებობს, ვგულისხმობთ ფართომასშტაბიან კვლევას და ამ პატარა სემინარით, იმედია გარკვეულ ნაბიჯებს გადავდაგამთ ამ საქმეში,” – განმარტავს მარიკა ვართუმაშვილი.