მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან -ზურა გოგიასთან ერთად ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვირის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყაზბეგის, ჯიქთ-უბნისქ და ეზოს-ხატის მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – “საგზაო” და “არქეოპოლისი” ასრულებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.