გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურისა და კარდენახის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ორივე სკოლის რეაბილიტაციიისთვის სავარაუდოდ 7 მილიონ 479 615 ლარი დაიხარჯება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, კალაურის სკოლის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში უნდა განახორციელოს, კარდენახის კი 9 თვეში.
რეაბილიტაცია კალაურის სკოლაში ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს ითვალისწინებს:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში;
სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.
კარდენახის საჯარო სკოლაში კი შემდეგი სამუშაოები შესრულდება:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში;
სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.
ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.