გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
სამინისტროს ცნობით, ფასდაკლების ბარათების და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოსა და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს.
„პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, პირველ ეტაპზე, ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერ ოდენობის ფასდაკლების ბარათი...
თბილისის მერია ახალი დეპოს გახსნასა და საბურთალოს ხაზთან დამაკავშირებელი გვირაბის აღდგენაზე მუშაობს. ამასთან, როგორც ცნობილია, მერია ახალი ვაგონების შეძენასაც გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს ინტერპრესნიუსი წერს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მეტროს 192 ვაგონი აღირიცხება. ამ ვაგონებს ორი - ნაძალადევის და გლდანის მოქმედი ელექტროდეპოები ემსახურება, თუმცა, ამ ორ ელექტროდეპოში დამატებითი ახალი ვაგონების ექსპლუატაციის ადგილი პრაქტიკულად არ არის. შესაბამისად,...
გურჯაანის აგრარული ბაზარი შაბათს, 6 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
„გლეხური ბაზრის“ადმინისტრაციის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
გახსნის შემდეგ ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნითაა დაწესებული. მათ შორის რეგულარულად მოხდება ტერიტორიის დეზინფექცია, მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ა.შ.
გურჯაანის ბაზარი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით დაკეტილი იყო და 3 მარტს გაიხსნა, თუმცა, ერთ თვეში ისევ დაიკეტა,...
ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს. მომხდარს ადასტურებენ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მოქალაქე რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 18–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.
როგორც სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანი აცხადებს, 44 წლის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ 96 315 ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც დამატებულია პროექტში;
სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების...
შემდეგი სტატია
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. გარემოსდამცველები უწყების მიერ გაცემულ იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის...
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 19:00 საათიდან ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა, – ამის შესახებ TV4-ს “რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელმა , გიორგი გოროზიამ განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, რუსთავის პარკში საღამოს საათებში, მოქალაქეების ნაკადის მატების გამო, ველოსიპედით გადაადგილება საფრთხის შემცველია. შესაბამისად, რუსთავის მერიის “სერვისცენტრმა” საღამოს საათებში ველოსიპედებით პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა.
“საღამოს საათებში მოქალაქეების დიდი ნაკადის გამო, იყო რამდენიმე ინციდენტი, კულტურისა და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის თამაში "რა? სად? როდის?" იწყება.
გუნდების რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
"გუნდს, რომელსაც სურს თამაშში მონაწილება, მისმა კაპიტანმა უნდა მოგვწეროს როგორც თავისი და გუნდის წევრების სახელები და გვარები, ასევე ტელეფონის ნომერი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე - dgogiashvili@gmail.com. პროექტში მონაწილეობა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს" , - განმარტავენ მერიაში.
თამაში...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მერიას უწყების დაქვემდებარებაში არსებული 6 ობიექტის 5 წლის ვადით გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ობიექტებს შორის არის:
1. ა. შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლა;
2. სოფელ ქვახვრელში მდებარე ძიუდოს სექცია);
3. სოფელ ფლავისმანში მდებარე ძიუდოს სექცია;
4. სოფელ ატენში მდებარე საჭიდაო დარბაზი;
5. სოფელ ტყვიავში არსებული ჭიდაობის სკოლა;
6. ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული...
გურჯაანის სოფელ ახაშენში ე.წ სამების უბანში 25 ტონიანი რეზერვუარი დამონტაჟდა. რამდენიმე დღეში კი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი, საუბნო ონკანებით, რამდენიმე უბანში განაწილდება, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
მოსახლეობის ინფორმაციით, მათ მხოლოდ კვირაში ერთხელ ტექნიკური წყალი მიეწოდებოდათ და ისიც იმდენად დაბინძურებული, რომ ვერ იყენებდნენ. სასმელი წყლის ზიდვა რამდენიმე კილომეტრიდან ხელით უწევდათ.
ახაშენში, ახალი ჭაბურღილის მოწყობისთვის რეგიონში...
დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის ბაზარი ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
როგორც “კახეთის ხმას” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ბაზრის შენობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად გარემონტდა და მოეწყო ახალი სველი წერტილები.
“ბაზარი ხვალ გაიხსნება და ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სოფლის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში შეიძინონ, სადაც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. შესაბამისად, აიკრძალება გარევაჭრობაც.
ბაზრის შიდა...
ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ონის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში სტიქიური ნაგავსაყრელების მკვეთრი მატება შეინიშნება, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ამგვარი ობიექტებს ჯერ კიდევ მრავლად ვხდებით ონში და...
2 ივნისის მონაცემებით, უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა.
მათივე ცნობით, დაკმაყოფილებულია 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი.
"კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს", - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.
შეგახსენებთ: 20 მაისს შემოსავლების სამსახურმა სპეციალური...
ახალციხის ტბაზე გარე განათება დაზიანებულია, წყლის დონე კი მნიშვნელოვნადაა დაკლებული, ადგილობრივებს ჭაობის სუნი და ჩაბნელებული ველობილიკი აწუხებთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ტბის გარშემო 16 განათებაა დაზიანებული, არ მუშაობს წყლის ველოსიპედები. ბილიკის მიმდებარედ, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი სეირნობს ბალახი გათიბული არ არის.
ახალციხის ტბაზე ადგილობრივების რაოდენობამ განსაკუთრებით ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ იმატა.
„მთელი ქალაქი აქ სეირნობს, საღამოობით გვერდს ვერ აუვლი იმდენი...
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ადვოკატები, რომლებსაც „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა, ამბობენ რომ მოქალაქეების ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, რომლებმაც რეჟიმი ინფორმაციის არ ქონის გამო დაარღვიეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ექვსმა მოქალაქემ და ერთმა იუდიულმა პირმა მიმართა. მოქალაქეების უმეტესობა სოფელ წყალთბილაში მცხოვრები...
გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნის ნებართვას სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შესაბამის დადგენილებაზე საკრებულომ ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადგენილებას მომავალ საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.
იმ შემთხვევაში თუ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტს საკრებულოს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება.
"საზაფხულო ბაღები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე გაიხსნება ნაცვლად 26...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































