გურჯაანის სოფელ ახაშენში ე.წ სამების უბანში 25 ტონიანი რეზერვუარი დამონტაჟდა. რამდენიმე დღეში კი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყალი, საუბნო ონკანებით, რამდენიმე უბანში განაწილდება, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
მოსახლეობის ინფორმაციით, მათ მხოლოდ კვირაში ერთხელ ტექნიკური წყალი მიეწოდებოდათ და ისიც იმდენად დაბინძურებული, რომ ვერ იყენებდნენ. სასმელი წყლის ზიდვა რამდენიმე კილომეტრიდან ხელით უწევდათ.
ახაშენში, ახალი ჭაბურღილის მოწყობისთვის რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 159 ათასი ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ჰიდროგეო” ასრულებს.