რუსთავის პარკში 19:00 საათიდან ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა

643

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 19:00 საათიდან ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა, – ამის შესახებ TV4-ს “რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელმა , გიორგი გოროზიამ განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, რუსთავის პარკში საღამოს საათებში, მოქალაქეების ნაკადის მატების გამო, ველოსიპედით გადაადგილება საფრთხის შემცველია. შესაბამისად, რუსთავის მერიის “სერვისცენტრმა” საღამოს საათებში ველოსიპედებით პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდა.

“საღამოს საათებში მოქალაქეების დიდი ნაკადის გამო, იყო რამდენიმე ინციდენტი, კულტურისა და დასვენების პარკში უამრავი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად ველოსიპედით მოძრაობა საფრთხის შემცველია, სწორედ იმის გამო, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება,”- განაცხადა გიორგი გოროზიამ.