ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მერიას უწყების დაქვემდებარებაში არსებული 6 ობიექტის 5 წლის ვადით გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ობიექტებს შორის არის:
1. ა. შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლა;
2. სოფელ ქვახვრელში მდებარე ძიუდოს სექცია);
3. სოფელ ფლავისმანში მდებარე ძიუდოს სექცია;
4. სოფელ ატენში მდებარე საჭიდაო დარბაზი;
5. სოფელ ტყვიავში არსებული ჭიდაობის სკოლა;
6. ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული ჩოგბურთის კორტები.
საკრებულო აღნიშნულ საკითხზე უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.