გურჯაანის აგრარული ბაზარი შაბათს, 6 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
„გლეხური ბაზრის“ადმინისტრაციის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
გახსნის შემდეგ ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნითაა დაწესებული. მათ შორის რეგულარულად მოხდება ტერიტორიის დეზინფექცია, მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ა.შ.
გურჯაანის ბაზარი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით დაკეტილი იყო და 3 მარტს გაიხსნა, თუმცა, ერთ თვეში ისევ დაიკეტა, რადგან ბაზრის ტერიტორიის ნაწილი მოსაწესრიგებელი იყო და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.