გორის მერია თამაშს “რა? სად? როდის?” იწყებს

470

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის თამაში “რა? სად? როდის?” იწყება.

გუნდების რეგისტრაცია  2 ივნისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

“გუნდს, რომელსაც სურს თამაშში მონაწილება, მისმა კაპიტანმა უნდა მოგვწეროს როგორც თავისი და გუნდის წევრების სახელები და გვარები, ასევე ტელეფონის ნომერი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე – dgogiashvili@gmail.com. პროექტში მონაწილეობა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს” , – განმარტავენ მერიაში.

თამაში დისტანცურად, პროგრამა Zoom – ის საშუალებით გაიმართება.