სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ 96 315 ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:
მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
ახალი საქვაბე შენობის აგება;
გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც დამატებულია პროექტში;
სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი.
აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.