დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის ბაზარი ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
როგორც “კახეთის ხმას” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ბაზრის შენობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად გარემონტდა და მოეწყო ახალი სველი წერტილები.
“ბაზარი ხვალ გაიხსნება და ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სოფლის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში შეიძინონ, სადაც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. შესაბამისად, აიკრძალება გარევაჭრობაც.
ბაზრის შიდა პერიმეტრის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.