გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნის ნებართვას სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შესაბამის დადგენილებაზე საკრებულომ ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დადგენილებას მომავალ საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.
იმ შემთხვევაში თუ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტს საკრებულოს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება.
“საზაფხულო ბაღები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე გაიხსნება ნაცვლად 26 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისა, 1 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში, აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში მოხდება 15 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.