ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. მაია კახნიაშვილს სამსახურში აღადგენენ და განაცდურს აუნაზღაურებენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. კახნიაშვილი მერიიდან 2019 წლის დეკემბრიდან გაათავისუფლეს. ის დაკავებული პოსტიდან სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ბრალდებით გაუშვეს. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გათავისუფლების ბრალდება ბათილად ცნო. კახნიაშვილის უფლებებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი იცავდა.
რიონისპირა სახლების პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - "ნიუპრესის" ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას, რომელსაც რიონისპირა სახლების პროექტირება უნდა მოეხდინა, ვადების გადაცილების გამო ხელშეკრულება შეუჩერა. ტენდერში გამარჯვებული  კომპანიის  "კარკასი" არქიტექტორის გივი გოგრიჭიანის განცხადებით,  პროექტი მარტის დასაწყისში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაოების დასრულება ვერ შეძლეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის სამუშაოს სამი ეტაპია შეასრულებული, დარჩენილია ბოლო, მეოთხე ეტაპი. "ხელშეკრულება მთლად შეწყვეტილი არ...
ბორჯომში თორის ქუჩაზე არსებული ე.წ „კუკუშკის“ ძეგლის და პლატფორმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებისთვის 9 680 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „კუკუშკას“ ძეგლს რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ უტარებს. ბორჯომში, კვარცხლბეკზე მდგარი ორთქმავლის ნაწილი, იმ "კუკუშკას" ეკუთვნის, რომელიც 1902 წელს, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში, მას ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემოსაზღვრული. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას...
წინა სტატია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და შეცდომით სახლში გამოუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან ეგოიანის თქმით, მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე "სუსტი დადებითია". „ტესტის პასუხი დადებითია, ოჯახის წევრები ახალციხის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სოფელი თვითიზოლაციაშია, ველოდებით ჯგუფს, სოფელში რომ მივიდეთ, ჯერჯერობით მეტი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  რეაბილიტაციას იწყებს. ზესტაფონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ასევე - კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გარე განათება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები. ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმსა და სოფელ ქულბაქამდე მისასვლელ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. „სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოწყობილი ბლოკ-პოსტების დემონტაჟი მიმდინარეობს. დღეიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვა მთლიანად მოიხსნა. თეთრიწყაროში ,,კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა 25 აპრილს გამოვლინდა, 26 აპრილს კი მუნიციპალური ცენტრში შესასვლელი და გასასვლელი გზები ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო შემთხვევა 14 დღის წინ გამოვლინდა, სულ დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 55 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, 400 გრძივ მეტრზე კი სარწყავი არხი მოწესრიგდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, სარწყავი არხის ბეტონირების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სავალ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი დაიწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს...
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. „განახლდა ემგეეფის პროექტები. ჩამოსული იყო ჯგუფი და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, დადგა საკითხი, რომ განახლდეს საბაგირო გზა. რადგან მისი ცალკე აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გადაწყდა, რომ საბაგირო გზის პროექტი მიებას ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციას. ხუმრობით ამას „პლეხანოვიზაციას“ ეძახიან. მოხდება დაახლოებით ექვსი: ნონეშვილის,...
თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, და მას დაერიცხა პირგასამტეხლო, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადაუვადოს გადახდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „დღეს მთავრობის სხდომაზე დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც იმ სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, თუ კერძო...
განახლებული ბიუჯეტი პარლამენტში დროულად შევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გაკეთებული ყველა ცვლილება აისახება. „ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა, ბიუჯეტი ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა თურნავამ.
ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ბევრად უფრო კომპლექსური, ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სწორედ იმ სტრატეგიულ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. “სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში...
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტს გაეგზავნება და ასევე მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდზეც აიტვირთება. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ანგარიშით მთავრობა მოქალაქეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით და რა სქემით მოქმედებდა. „ჩვენ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განვაცხადეთ, რომ წერილობით ანგარიშსაც წარვადგენდით კოვიდ-19-ის თაობაზე მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების...
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც კომპანია „სითი პარკისგან" დაჯარიმებული მოქალაქეების ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, - ამის შესახებ კანონპროექტის ავტორმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანოპროექტის დამტკიცება სავარაუდოდ ივნისის თვეში მოესწრება და ის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომელიც წარმოშობილია 2018 წლის 10 აპრილამდე (კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე) და რომელთა აღსრულება ჯერ...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარდება ფართო კვლევა, „თუ რა ზეგავლენა აქვს კოვიდ 19-ის ვირუსს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ“. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშზე მუშაობამ აჩვენა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც იყო. „ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ