ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„განახლდა ემგეეფის პროექტები. ჩამოსული იყო ჯგუფი და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, დადგა საკითხი, რომ განახლდეს საბაგირო გზა. რადგან მისი ცალკე აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გადაწყდა, რომ საბაგირო გზის პროექტი მიებას ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციას. ხუმრობით ამას „პლეხანოვიზაციას“ ეძახიან. მოხდება დაახლოებით ექვსი: ნონეშვილის, სანაპიროს, თამარ მეფის, რუსთაველის, გურამიშვილისა და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი წინააპირობაა ე.წ „ტოპო რუკა“. ჩვენ შევიძინეთ ეს რუკა, სადაც დეტალურად არის ასახული აღნიშნული ქუჩები. ეს არის პირველი ნაბიჯი და მას ეტაპობრივად მივყვებით. როდის დაიწყება სამუშაო პროცესი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წელს.“
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ამ ქუჩებზე შეიცვლება გარეფასადები, განათება და გამწვანება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ზოგან დაიგება ქვაფენილი.