ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო

436

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. მაია კახნიაშვილს სამსახურში აღადგენენ და განაცდურს აუნაზღაურებენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

კახნიაშვილი მერიიდან 2019 წლის დეკემბრიდან გაათავისუფლეს. ის დაკავებული პოსტიდან სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ბრალდებით გაუშვეს.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გათავისუფლების ბრალდება ბათილად ცნო.

კახნიაშვილის უფლებებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი იცავდა.