ბოლნისის სოფელ ფარიზში გზისა და საწრყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

845

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, 400 გრძივ მეტრზე კი სარწყავი არხი მოწესრიგდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, სარწყავი არხის ბეტონირების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სავალ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი დაიწყება.

ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ ფარიზში გზის მოწყობის სამუშაოები მოვინახულეთ, სოფელში ასევე სარწყავი ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდება,რაც ადგილობრივებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ, რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნას შესრულებული. 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.