გორის სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

639

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.

„სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა. დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემა წყალს მდინარე მტკვარზე მოწყობილი სათავე- ნეგობობიდან იღებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.