განახლებული ბიუჯეტი პარლამენტში დროულად შევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გაკეთებული ყველა ცვლილება აისახება.
„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა, ბიუჯეტი ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, – განაცხადა თურნავამ.