მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოვლინდა

492

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 41 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

“სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში – 25, აჭარაში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 15, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.