თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოწყობილი ბლოკ-პოსტების დემონტაჟი მიმდინარეობს. დღეიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვა მთლიანად მოიხსნა.
თეთრიწყაროში ,,კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა 25 აპრილს გამოვლინდა, 26 აპრილს კი მუნიციპალური ცენტრში შესასვლელი და გასასვლელი გზები ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო შემთხვევა 14 დღის წინ გამოვლინდა, სულ დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 55 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა.