ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება. „რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირების ნაწილს, ჩვენ პანდემიის გავრცელებისთანავე მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე მუნიციპალიტეტებში. იყო მათ შორის ხაზინის...
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, მიმდინარე წელს ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ეკონომიკისათვის. „კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე ამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ჩვენი უპირველესი ვალდებულება არის მეტი სიფრთხილე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენ ყველა ერთად, ახლა ისეთი სეზონია უნდა...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე - ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი ტობავარჩხილის გზის 10-კილომეტრიანი საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზის გაჭრის პროექტს „მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ახალი გზის მნიშვნელობასა და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაობის შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს ახალი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, კომპანიებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში შეესრულებინათ სამუშაოები, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ და სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიეცემათ. "შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეული შეფერხებების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებაც ისაუბრეს. კომპანიის წარმომდგენლებს დაევალათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა....
ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. „მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური...
როგორ მოეწყოს საპირფარეშო - დავა ქარელის მერიასა და მშენებელ კომპანიას შორის კომპანიის სავ სიაში შეყვანით დასრულდა. თემაზე სტატიას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. რუისის მეორე საჯარო სკოლის საპირფარეშოს ერთი შესასვლელი აქვს, რომლითაც დირექტორი, მასწავლებლები, გოგონები, ვაჟები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სარგებლობენ. რუისის მეორე საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობის მიზნით ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოცხადდა. საწყისი ფასი 49 000 ლარი იყო. "თოდამ"...
თელავიდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მზგავრობის ღირებულებამ მოიმატა. როგორც “კახეთის ხმას” თელავის ავტოსადგური “როკის” დირექტორმა მალხაზ ნაცვლიშვილმა განუცხადა დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილების ფასი 8 ლარი გახდა. “ბაზარზე ძალიან გაძვირდა ავტომობილების ნაწილები, თუმცა, თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასმა მხოლოდ 1 ლარით მოიმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მგზარობისას მძღოლი და ყველა მგზავრი უნდა ატარებდეს პირბადეს. როდესაც მძღოლები დღის ბოლოს რეისებს დაასრულებენ ყველა...
წინა სტატია გორის მერმა ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, სამუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში ის კომპანია აწარმოებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ განახორციელია ბინის სახურავის რეაბილიტაცია. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამინდის პროგნოზი საიმედოა, თუმცა, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ნალექის შემთხვევაში კორპუსის მოსახლეობა არ დაზარალდეს. სტალინის #1-ში მდებარე მრავალსართულიან...
ახალქალაქის სოფელ გომანში ეკლესიის ფასადთან უნებართვოდ მიმდინარე სამუშაოების გამო, სამარხები დაზიანდა. სპეციალისტებმა სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები დააფიქსირეს. ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სამართალდამცველებმა საკითხის მოკვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყეს. საქმე ეხება 4 ივნისს, სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს. „ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მუზუმ-ნაკრძალებიდან, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ვარძიისა და უფლისციხის კომპლექსები გაიხსნება. დროებით შემცირდა აქ შესვლის ღირებულებაც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. როდის გაიხსნება ქვეყანაში არსებული მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებისთვის, ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ. თუმცა ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე, მხოლოდ ორი კომპლექსი გაიხსნება: „როგორც კი მივიღებთ რეკომენდაციას, რომ შეგვიძლია უკვე მუზეუმ-ნაკრძალების გახსნა, პირველ ეტაპზე, იხსნება ორი მუზეუმ-ნაკრძალი, ვარძია და...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება კორონავირუსის გამო დაგვიანდა, თუმცა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფრომაციით, უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება და 15 ივნისიდან ყველა სოფელში სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მოსახლეობამ პრიორიტეტებად გარეგანათება, სკვერებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყლის ქსელების რეაბილიტაცია სოფლის კრებებზე აირჩია. წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში 520 ათასი ლარი დაიხარჯება.
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა, მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ. ამის შესახებ სპექტრი წერს. ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი ამბობს, რომ ისინი ბაზარში შესვლას ორშაბათს აპირებენ. „ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ მოვაჭრეები ორშაბათამდე არ შემოდიან. ამბობენ, საქონელი უნდა ამოვყიდოთ, ახალი მოვიტანოთ და მერეო. ჩვენ მათ ძალას ვერც შემოსვლაზე დავატანთ და ვერც გასვლაზე“, - ამბობს აკოფაშვილი. Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია მოვაჭრეებმაც დაადასტურეს. მათი ერთი...
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მძღოლებსა და მგზავრებს ახალი რეგულაციების გათვალისწინება უწევთ. სავალდებულოა პირბადის ტარება. მგზავრებს მარშუტში ასვლამდე უზომავენ ტემპერატურას. ქუთაისში მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრთა რაოდენობა მცირეა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. სადგურ "ოკრიბას" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სავალდებულოა დამცავი ფარის, ხელთათმანისა და პირბადეს გამოყენება. ასევე, დეზინფექციას უტარებენ მიღებულ თანხას. "როცა მგზავრი მოდის, რათა მიღებული და გაცემული თანხიდან რაიმეს გადადება არ...
ქუთაისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან გიგა შუშანია ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. გიგა შუშანიამ მონ პლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე კარის გამოჭრა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით სივრცითი არეალი დაირღვა. მისი თქმით, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა. „ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც არის ახალ რეაბილიტირებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააზიანოს კულტურული...
წინა სტატია რუხში, ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოები მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ მოსახლეობასთან შეთანხმება არ შედგება, - განუცხადა ზუგდიდის მერმა ჟურნალისტებს, სოფლის მცხოვრებლების მიერ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით გამართული აქციის საპასუხოდ. ამის შესახე ლაივპრესი წერს. გიორგი შენგელიას თქმით, ისინი მუშაობენ პრობლემის დასაძლევად და საერთო კონსესუსის მისაღწევად მოსახლეობის მსგავსად კომპანიასთანაც. ამბობს, რომ კომპანია მუშაობს იმ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც გაცემულია მასზე ჯერ კიდევ 2017 წელს...
შემდეგი სტატია რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, შედეგად კი სოფლის მცხოვრებლებმა საძოვრები დაკარგეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. შეკრებილებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, საწარმოს არ მისცენ მუშაობის უფლება. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ფაციას თქმით, ეს იყო მამაპაპისეული საძოვრები, ამიტომაც, თვითმმართველობისგან განმარტებას ითხოვენ, ვინ მიჰყიდა საწარმოს ეს მიწები. "ხალხის პრობლემა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ