გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 15 ივნისს დაიწყება

522

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება კორონავირუსის გამო დაგვიანდა, თუმცა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფრომაციით, უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება და 15 ივნისიდან ყველა სოფელში სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

მოსახლეობამ პრიორიტეტებად გარეგანათება, სკვერებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყლის ქსელების რეაბილიტაცია სოფლის კრებებზე აირჩია. წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში 520 ათასი ლარი დაიხარჯება.