გურჯაანიდან და თელავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

1345

თელავიდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მზგავრობის ღირებულებამ მოიმატა. როგორც “კახეთის ხმას” თელავის ავტოსადგური “როკის” დირექტორმა მალხაზ ნაცვლიშვილმა განუცხადა დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილების ფასი 8 ლარი გახდა.

“ბაზარზე ძალიან გაძვირდა ავტომობილების ნაწილები, თუმცა, თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასმა მხოლოდ 1 ლარით მოიმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მგზარობისას მძღოლი და ყველა მგზავრი უნდა ატარებდეს პირბადეს. როდესაც მძღოლები დღის ბოლოს რეისებს დაასრულებენ ყველა სამარშრუტო ტაქსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულებამ ასევე მოიმატა გურჯაანიდან დედაქალაქის მიმართულებითაც.

მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით გურჯაანი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება 7 ლარამდე გაიზარდა. გურჯაანის ავტოსადგურის მენეჯერის განმარტებით მგზავრობის გაძვირების მიზეზი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული რეკომენდაციები გახდა.

“მძღოლებს არ აქვთ მიკროავტობუსში 10 კაცზე მეტის ჩასმის უფლება. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, მგზავრობა გააძვირონ”, – განაცხადა გურჯაანის ავტოსადგურის მენეჯერმა.