გორის მერმა ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში ის კომპანია აწარმოებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ განახორციელია ბინის სახურავის რეაბილიტაცია.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამინდის პროგნოზი საიმედოა, თუმცა, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ნალექის შემთხვევაში კორპუსის მოსახლეობა არ დაზარალდეს.
სტალინის #1-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა მიმდინარე წლის 3 ივნისს ახადა.