რუხის მოსახლეობა ზუგდიდის მერიისგან სოფლის საძოვრების შენარჩუნებას ითხოვს

1325

შემდეგი სტატია

რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, შედეგად კი სოფლის მცხოვრებლებმა საძოვრები დაკარგეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

შეკრებილებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, საწარმოს არ მისცენ მუშაობის უფლება. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ფაციას თქმით, ეს იყო მამაპაპისეული საძოვრები, ამიტომაც, თვითმმართველობისგან განმარტებას ითხოვენ, ვინ მიჰყიდა საწარმოს ეს მიწები.

“ხალხის პრობლემა და პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საძოვრების ტერიტორიაზე ლიცენზია აღებულია და უნდა გამოიყენონ კარიერად, რასაც სოფლის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. თუ ეს საძოვრები განადგურდა აზრი არ აქვს აქ სოფლად ცხოვრებას, საქონელი ჰყავს ყველას და ბუნებრივია საძოვარი სჭირდება. მერიას შესაბამის რეაგირებას ვთხოვთ, რომ სოფელს საძოვრები შეუნარჩუნდეს და დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი ტექნიკა აქედან”, – ამბობენ ადგილობრივები.