გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს

417

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, მიმდინარე წელს ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ეკონომიკისათვის.

„კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე ამ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მეტი სიფრთხილისკენ. დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ჩვენი უპირველესი ვალდებულება არის მეტი სიფრთხილე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენ ყველა ერთად, ახლა ისეთი სეზონია უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს. თითოეული თქვენგანს მოვუწოდებს, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის“, – განაცხადა გახარიამ.