საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისა, 30 ივნისის ჩათვლით ჩაიკეტება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო...
26 ივნისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2020 წლის 26 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე,...
ცხინვალში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 ივნლისიდან განაახლებს - საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სათანადო მომზადება "ადგილობრივ ხელისუფლებას" დაევალა. ე.წ. პრემიერმინისტრმა ერიკ პუხაევმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მცირეწლოვანი შვილების მშობლებს სამსახურში წასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. სააგენტოს ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ამ დრომდე კარანტინში იმყოფებიან, 1 ივლისიდან კი მათ სამსახურში წასვლის შესაძლებლობა ექნებათ. ამავე პერიოდიდან განაახლებენ მუშაობას 65 წელს გადაციელბული დასაქმებული პირები. ე.წ. განათლების...
"სკვერი, რომლის მოსაწყობად 95 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ამჟამად მოუწესრიგებელია", - ამის შესახებ ინფორმაციას გორში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა ავრცელებს. "ასე გამოიყურება წმინდაწყლის დასახლებაში არსებული პოლონეთის მარშლის, იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი, რომლის მოსაწყობად პოლონეთის სახელმწიფომ 95 984 ლარი გამოყო. გადამხმარია ნარგავები, ბალახზე აღარაფერს ვამბობ", - ამბობს ბექა ქორჩილავა და შესაბამის ფოტოს ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, აღნიშნულ...
გორის ქუჩებში 6 სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაირგვება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ხელშეკრულება შპს "მწვანე სახლს" გაუფორმა. სააგენტომ აღნიშნული კომპანიისგან 6 სახეობის ყვავილის 8 500 ჩითილი შეისყიდა, რომელთა შორის არის: ბეგონია მწვანე ფოთლით თეთრ ყვავილში, ასევე ბეგონია წითელი ფოთლით წითელ ყვავილში, ვარდისფერი, წითელი და ყვითელი პეტუნია და ყვითელი ტაგეტესი. ჯამში აღნიშნული ყვავილების შესასყიდად, 4 200 ლარი დაიხარჯა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის სკოლამდელი დაწესებულების ეზოში რამდენიმე ატრაქციონი დამონტაჟდება. შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 734 ლარია. ტენდერით გათვალისწინებულია რამდენიმე სახეობის ატრაქციონის, მათ შორის აიწონა-დაიწონას,სასრიალოს და საქანელას დამონტაჟება. ასევე ეზოში მოეწყობა ფანჩატურიც. ამ ეტაპზე სააგენტო კომპანიების შერჩევის ეტაპზეა. ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 20-დღიანი ვადა მიეცემა.
ქუთაისის მერიამ, ერთ წელიწადში, არქიტექტურის სამსახურის გაუქმება, მისი ააიპ ორგანიზაციად  გადაკეთება, შემდეგ გაუქმება, ბოლოს კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბება მოასწრო. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. როგორც ირკვევა, მერიამ ერთი წლის წინ სამსახური ისე გარდაქმნა, რომ არც იცოდა რის უფლებას აძლევდა კანონი. 2019 წლის თებერვალში, როცა მერიამ ცვლილება განახორციელა, ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ ააიპ-ს ექნებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ფასიანი...
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი განყოფილება დაემატება. შესაბამისი გადაწყვეტილება  საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ცვლილება  სოცოალური სამსახურის დებულებაში შევიდა, რომლის თანახმად, ახალი განყოფილება რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვასა და  მხარდაჭერაზე იმუშავებს. სოციალურ საკითხთ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ფიქრია ხაჭაპურიძის განცხადებით, განყოფილება საქმიანობას სექტემბერში შეუდგება. რაც შეეხება თანამშრომლების შერჩევას  კონკურსის გზით მოხდება. ახალ განყოფილება, საადაც  11 ადამიანი დასაქმდება, სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით...
დიდუბის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, გამგეობის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.  სავალ ნაწილთან ერთად, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს.  აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „GWP-მა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული წესით ჩატარდება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მაჟორიტარების რაოდენობა ექვსიდან სამამდე შემცირდება, პროპორციული სისტემით კი 18 დეპუტატს აირჩევენ. დავით გაბაიძის ინფორმაციით, ბარიერი და ბლოკები განსაზღრული ამ ეტაპზე არ არის, „ქართული ოცნება" კი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან გაიაროს კონსულტაციები. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცნობით, მომავალ კვირას რიგგარეშე პლენარული სხდომა...
პრემიერმინისტრის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას "ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება. როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაინტერესდება, რა არის სამოქმედო გეგმა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. "გახარიასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს იმიტომ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომელმაც ვერ მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ძალიან მწირი დახმარება. როდესაც ამდენი ადამიანი დახმარების გარეშე რჩება და სტატისტიკას აქვეყნებენ, რომ...
ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება. ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება. დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე.
მხოლოდ ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების" მხარეს არის სიმართლე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ხვალ პრემიერმინისტრის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „თქვენ იცით, რომ გიორგი გახარია ბოლო პერიოდში პარლამენტში ორჯერ იყო მოსული და სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა. ხვალ მესამედ...
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, თუ კენჭისყრაზე არ შემოვლენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული ამ პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენაში დაუჭირონ, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია. „მათი პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან ღრმად შეტოპეს იმ მავნებლობაში, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური...
წინა სატატია თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხესთან დაკავშირებით პირველადი დათვალიერება ჩატარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდნენ. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ თამარაშვილის გამზირზე წაქცეულ ხეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ფესვთა სისტემა უზიანდებოდა, რამაც ხის ადგილიდან დაძვრა გამოიწვია. „პირველადი დათვალიერებით, რომელსაც, ბუნებრივია შემდგომი...
მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის კონკრეტული მექანიზმები დაამტკიცა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, საუბარი სამშენებლო სფეროს დახმარების გეგმას ეხება. კერძოდ დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური სესხების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა ახალაშენებული ბინის შეძენის მსურველისთვის იპოთეკური სესხის უზრუნველყოფას და თანაუზრუნველყოფაში ჩადგომას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე მყიდველებისთვის სპეციალური კრიტერიუმებია გათვალისწინებული. ასევე დამტკიცდა მეორე მექანიზმი, რომლის მიხედვითაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ